ვისთან არ ისურვებდა ჩხუბს ჯონ ჯონსი - ბოუნსმა არასასურველი მეტოქე დაასახელა
UFC-ის ქვემძიმე და მძიმე წონითი დივიზიონების ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა დაასახელა მებრძოლი, ვისთანაც ჩხუბს არ ისურვებდა.
„ბოუნსმა“ აღიარა, რომ არ ენდომებოდა ბრძოლა დემეტრიუს ჯონსონთან, რომელიც უმსუბუქეს წონის ყოფილი ჩემპიონია.
„სიმართლე გითხრათ, არ ვისურვებდი მასთან ბრძოლას. დი ჯეი დაუჯერებელი მებრძოლია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ახლა რომ ის დამემარცხებინა, მაქსიმუმის გაღება მომიწევდა. ამის გაკეთება ნამდვილად მომიწევდა, მიუხედავად სიმაღლეში სხვაობისა. ეს ბიჭი მუდმივად ვარჯიშობს, ის საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი ოსტატია პლანეტაზე. ტანდაბალ ბიჭებთან ბრძოლა ძალიან რთულია. ისინი ძალიან მოქნილები არიან, დი ჯეი კი, ამასთანავე, ჭკვიანიცაა“, — თქვა ჯონსმა.
შეგახსენებთ, რომ ჯონმა კარიერაში არაერთი საოცარი შედეგი დააფიქსირა, მათ შორის: ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში, ორი დივიზიონის ტიტული, ზედიზედ 20 გამარჯვება, 16 გამარჯვება სატიტულო ბრძოლაში და ნული ნოკდაუნი კარიერაში.
გეტყვით ასევე, რომ ჯონმა გასული წლის ივნისში კარიერა დაასრულა, რის შემდეგაც მძიმე წონაში ჩემპიონი, ბრიტანელი ტომ ასპინალი გახდა.