გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის მორიგი აღიარება | ქართველი ცენტრი ტურის MVP გახდა

„ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის — ლიგა ACB-ის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. „შერმინატორი“ მე-10 ტურის MVP-დ დაასახელეს, რომელშიც მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 34 გახლდათ.

13 დეკემბერს „ტენერიფემ“ სტუმრად „ბრეოგანი“ დაამარცხა და იმ შეხვედრაში შერმადინმა 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიორგიმ ეს ჯილდო ახლა იმიტომ მიიღო, რომ იმ ტურის ერთი შეხვედრა — „გრან კანარიასა“ და „ბასკონიას“ შორის — გადაიდო და გასულ უქმეებზე ჩატარდა.

შერმადინი ლიგა ენდესას კვირის საუკეთესო კალათბურთელად 26-ედ დაასახელეს, რაც ყველა დროის რეკორდია. გარდა ამისა, გიორგი თვის MVP 14-ჯერ გამხდარა, ხოლო სეზონის საუკეთესო კალათბურთელის წოდება 2-ჯერ დაისაკუთრა.

ცნობისთვის,„ტენერიფეს“ 11 მოგება და 8 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს. „შერმინატორის“ გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს გამართავს და „ბრეოგანს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ძველებური ბრწყინვალება და თავდადება - კვარას თამაშის შეფასება
    ძველებური ბრწყინვალება და თავდადება - კვარას თამაშის შეფასება