გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

გულიაშვილი გოლთან ახლოს იყო - რასინგმა მირანდესს მოუგო

ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურში, გიორგი გულიაშვილის „რასინგ სანტანდერმა“ „მირანდესს“ უმასპინძლა ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 88 წუთი გაატარა. 41-ე წუთზე გიორგის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა და გოლამდე ცოტა დააკლდა. Sofascore-მა ის 6.1 ქულით შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ „რასინგში“ გიორგი გულიაშვილის დებიუტი კოპა დელ რეიზე, 15 იანვარს შედგა, სადაც მისი გუნდი საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა. ესპანურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი იანვარში, „სარაევოდან“ შეიძინა.

გეტყვით ასევე, რომ 25 ტურის შემდეგ, „რასინგი“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 47 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მთავარ ლიგაში დაწინაურების რეალური შანსი აქვს. გიორგი გულიაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 თებერვალს, სტუმრად „ეიბართან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის სუპერმატჩი - ქართველი ბომბარდირის გოლს პლუს ასისტი
მიქაუტაძის სუპერმატჩი - ქართველი ბომბარდირის გოლს პლუს ასისტი