ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 13 ქულა | რეპტორსმა კლიპერსთან წააგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ სტუმრად „ლოსნ ანჯელეს კლიპერსთან“ დამარცხდა -  94:119.

ქართველი კალათბურთელი ამჯერადაც სათადარიგო იყო და პარკეტზე მხოლოდ 15:08 წუთი გაატარა. სანდროს მონაგარი 13 ქულა და 7 მოხსნა იყო. მამუკელაშვილმა 5-დან 3 სამქულიანი და ორივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ერთადერთი საჯარიმო არაზუსტად ისროლა. 


აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილზე მეტი ქულა „რეპტორსის“ კალათბურთელებიდან მხოლოდ ბრენდონ ინგრემმა ჩააგდო (18). არ ჯეი ბარეტს 12 ქულა ჰქონდა, სკოტი ბარნსს კი სამმაგ დუბლამდე ორი ქულა და 1 მოხსნა დააკლდა (9 ქულა, 8 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა).

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც 27 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მის თანაგუნდელ დარიუს გარლანდს 24 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ბენედიქტ მატურინმა კი 23 ქულას 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიუმატა.

40 მოგებითა და 32 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კანადელები 28 მარტს საკუთარ კედლებში „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მმართველთა საბჭომ დაამტკიცა - NBA-ს 2 ახალი გუნდი დაემატება
მმართველთა საბჭომ დაამტკიცა - NBA-ს 2 ახალი გუნდი დაემატება