გულიაშვილის დებიუტი ლა ლიგა 2-ში - რასინგმა სტუმრად დეპორტივოს მოუგო
კოპა დელ რეის შემდეგ, გიორგი გულიაშვილის დებიუტი ლა ლიგა 2-შიც შედგა.
ქართველი შემტევის „რასინგ სანტანდერი“ სტუმრად ლა კორუნიას „დეპორტივოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
გიორგი გულიაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო და მატჩში 61-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. ქართველის შემოსვლიდან ზუსტად 2 წუთში, „რასინგმა“ ანგარიში გახსნა. მასპინძელთა კარში გოლის ავტორი პეიო კანალესი გახდა და საბოლოოდ, მისი გოლი გამარჯვების აღმოჩნდა.
რაც შეეხება გულიაშვილს, ქართველის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 7 შეხება, 4-დან 4 ზუსტი პასი, 1 ართმევა, 1 მოგებული ორთაბრძოლა, 0 დარტყმა. Sofascore-ს შეფასება - 6.5 ქულა.
„რასინგში“ გიორგი გულიაშვილის დებიუტი კოპა დელ რეიზე, 15 იანვარს შედგა, სადაც მისი გუნდი საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ესპანურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი ორიოდე კვირის წინ, „სარაევოდან“ შეიძინა.
23 ტურის შემდეგ, „რასინგი“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 44 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მთავარ ლიგაში დაწინაურების რეალური შანსი აქვს. გიორგი გულიაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 თებერვალს, სტუმრად „გრანადასთან“ ლუკა გაგნიძის „გრანადასთან“ გამართავს.