ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„კარგად დავიწყეთ, კაპიტნობა დიდი პრივილეგიაა“ | ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ისრაელთან გამართული მატჩი შეაფასა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა და „ჯვაროსნების“ მხრიდან დუბლი სწორედ „კვარამ“ მიითვალა.

„რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. საქართველოს ნაკრების კაპიტნობა ძალიან დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა, რაც ბევრჯერ აღვნიშნე. ამ ბიჭების კაპიტნობა ძალიან მიხარია. ბევრი ლიდერი გვყავს და სამკლავური ვის ეკეთება, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რთულია, გურამ კაშიას შემდეგ იყო კაპიტანი, მაგრამ შევეცდები, ის საამაყოდ ჩავანაცვლო.

ისრაელთან თავიდან კარგად დავიწყეთ და 2:0-ს ვიგებდით, მაგრამ ბოლოს ალბათ ცოტა მოვდუნდით და არ გაგვიმართლა კიდეც. ამხანაგურ მატჩებში ძალიან ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს ვამუშავებთ სექტემბრის თამაშებისთვის. ახალი რაღაცების დამუშავება მიდის და ამხანაგურ მატჩებს სწორედ ამისთვის ვიყენებთ. გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგზე დიდად არ ვართ ორიენტირებული და ვცდილობთ ახალი რაღაცები დავამუშავოთ, რაც მომავალში გამოგვადგება.

მამარდაშვილის „ლივერპულთან“ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე? ბევრი ხუმრობა იყო. ერთმანეთს ვეხუმრებით, მაგრამ როცა მოედანზე გავალთ, სერიოზულები ვიქნებით. მამარდაშვილს თავისი გუნდისთვის აქვს მოსაგები, მე — ჩემთვის. გიორგი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ვინც კი ოდესმე მინახავს და ჩემთვის მოტივაციაც არის, რომ მას გოლი გავუტანო. მამარდას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მისი წარმატება ისე მიხარია, როგორც ჩემი.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 29 მარტს გამართავს. ჩვენი გუნდი ლიეტუვასთან ითამაშებს და მატჩი თბილისის დროით 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-მ წესებში 5 ცვლილება დაამტკიცა - 2026-ის მუნდიალიდან ძალაში შევა
FIFA-მ წესებში 5 ცვლილება დაამტკიცა - 2026-ის მუნდიალიდან ძალაში შევა