ფიფა
Aa
Aa

FIFA-მ წესებში 5 ცვლილება დაამტკიცა - 2026-ის მუნდიალიდან ძალაში შევა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ოფიციალურად გამოაცხადა წესების ცვლილებების შესახებ, რომლებიც ძალაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ შევა:

შეცვლა შეზღუდული დროით:

ცვლილების განხორციელების დროს, ფეხბურთელს მოედნის დასატოვებლად მაქსიმუმ 10 წამი ეძლევა. დაგვიანების შემთხვევაში, მოთამაშე, რომელიც თამაშში უნდა ჩაერთოს, იძულებული იქნება ერთი წუთი მოიცადოს, რის შედეგადაც გუნდი დროებით კაცნაკლული დარჩება.

დრო აუტიდან მოწოდებისა და კარიდან დარტყმისთვის:

აუტიდან მოწოდებისა და კარიდან დარტყმის შესასრულებლად 5-წამიანი ტაიმერი იქნება გამოყენებული. ამ დროის გადაცილება ბურთზე ფლობის დაკარგვას გამოიწვევს.

სამედიცინო დახმარება სათამაშო მოედნის მიღმა:

ფეხბურთელმა, რომელიც სამედიცინო დახმარებას იღებს, მოედანი უნდა დატოვოს და დაბრუნებამდე ერთი წუთი მოიცადოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტრავმა მიღებულია წესების დარღვევის შედეგად, რომელიც ბარათით დაისაჯა.

VAR-ის უფრო მეტად გამოყენება:

VAR-ის სისტემას შეეძლება გადახედოს განმეორებით ყვითელ ბარათებს, რომლებიც წითელ ბარათს იწვევს, ასევე - შეცდომით დანიშნულ კუთხურებსაც.

კაპიტანი და მსაჯები:

მკაცრდება წესი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ კაპიტანს შეუძლია მსაჯთან მიახლოება განმარტების მოთხოვნით. დანარჩენი მოთამაშეები შესაძლოა ყვითელი ბარათით დაისაჯონ, თუ ისინი მსაჯს გარს შემოარტყამენ და მას ზედმეტ კითხვებს დაუსვამენ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალი 11 ივნისიდან 19 ივნისამდე აშშ, კანადა, მექსიკაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები