მმართველთა საბჭომ დაამტკიცა - NBA-ს 2 ახალი გუნდი დაემატება
NBA-ის მმართველთა საბჭომ ლიგის 32 გუნდამდე გაფართოების პროცესის დაწყება დაამტკიცა. ამის შესახებ ESPN-ის ინსაიდერი, შემს ჩარანია იტყობინება.
ახალი კლუბები ლას-ვეგასსა და სიეტლში შეიქმნება. მოსალოდნელია, რომ თითოეული გუნდის ღირებულება 7-დან 10 მილიარდ დოლარამდე იქნება.
Breaking: The NBA's Board of Governors has approved a vote for the league to explore bids and applicants for expansion teams exclusively in Las Vegas and Seattle, sources tell ESPN. A bidding process is expected to generate offers in the $7-10 billion range for each team. pic.twitter.com/yEaLPjnTVf
— Shams Charania (@ShamsCharania) March 25, 2026
უახლოესი თვეების განმავლობაში NBA პოტენციური მფლობელების განაცხადებს განიხილავს. ასევე გადაწყდება, ახალი კლუბების გაყიდვა ახლავე დაიწყოს თუ რამდენიმე წლით გადაიწიოს.
ბოლოს გეტყვით, რომ სიეტლმა NBA 2008 წელს დატოვა და მათ ნაცვლად ლიგაში „ოკლაჰომა“ შევიდა. სიეტლს ქართული ისტორიაც აქვს. 1998 წელს დრაფტზე ამ გუნდმა 27-ე პიკად ვლადიმერ სტეფანია აირჩია, რომელიც NBA-ში მოთამაშე პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა.