ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ახლა წესით ილიასთან უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ...“ - რატომ ჩაეშალა გეგმები ვოლკანოვსკის

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ თავის პოდკასტში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორთან“ ესპანეთში უნდა ჩასულიყო და Youtube-სთვის, ერთობლივად სხვადასხვა კონტენტი უნდა შეექმნათ, თუმცა ახლოაღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გეგმები ჩაეშალა.

რა თქვა ვოლკანოვსკიმ:

„ახლა წესით ესპანეთში, ილიასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი. ერთმანეთის ნახვას, ცოტა ერთად ვარჯიშს და ჩემი არხისთვის კულინარიული კონტენტის გადაღებას ვაპირებდით. როგორც იცით, ჩემი მეტოქეების მიმართ დიდ პატივისცემას ვგრძნობ და ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც. ჩვენ შორის დიდი ორმხრივი პატივისცემაა და ამის გაკეთება ძალიან მინდოდა. მაგარი იქნებოდა და ალბათ, რამდენიმე ვირუსულ კონტენტსაც შევქმნიდით. ამას სამომავლოდ შემოვინახავთ, ეს აუცილებლად მოხდება და მომავალში ერთად კარგად გავერთობით. მსოფლიოსთვის ახლა გიჟური დროა, მოგზაურობა ჭირს და ეს ყველაფერს ართულებს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონი სწორედ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ გახდა. ქართველი და ავსტრალიელი მებრძოლები ერთმანეთს 2024 წლის 17 თებერვალს დაუპირისპირდნენ და თოფურიამ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
IJF-მა მსოფლიო რეიტინგი განაახლა
IJF-მა მსოფლიო რეიტინგი განაახლა