მატჩის MVP გახდა | შენგელიას ბრწყინვალე თამაში ევროლიგაში
ევროლიგაში, 33-ე ტურში ბარსელონამ ეფესს 7-ქულიანი უპირატესობით 78-71 მოუგო.
კატალონიური გუნდის სასტარტო ხუთეულში თორნიკე შენგელიამ ითამაშა. პარკეტზე გატარებულ 26:18 წუთში მის აქტივში 14 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი იყო. 25 მარგი ქმედების კოეფიციენთი შენგელია მატჩის MVP გახდა. ასევე, უნდა ითქვას, რომ მას პლუს/მინუს კოეფიციენტი საუკეთესო ჰქონდა - 16.
მიმდინარე სეზონში შენგელია ევროლიგაში საშუალოდ 13.3 ქულას, 4.7 მოხსნას და 2.5 შედეგიან გადაცემას ასრულებს.
ბარსელონამ 33-დან მე-19 მატჩი მოიგო, 20-გუნდიან ევროლიგაში მე-9 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 27 მარტს ცრვენა ზვეზდას მიიღებს.