„ისრაელს რთული დრო უდგას, გვინდა, ხალხი გავახაროთ“ - რან ბენ-შიმონი
Aa
Aa

„ისრაელს რთული დრო უდგას, გვინდა, ხალხი გავახაროთ“ - რან ბენ-შიმონი

ისრაელის ფეხბურთელთა ნაკრებმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი ვარჯიშ გამართა და ვილი სანიოლის გუნდის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. ვარჯიშის შემდეგ ისრაელის მთავარმა მწვრთნელმა, რან ბენ-შიმონმა ისრაელურ მედიასთან ისაუბრა.

„ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაა ახლა ისრაელში, თუმცა მაინც გადავწყვიტეთ, ჩამოვიდეთ და ვითამაშოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩია, საქმეს სერიოზულად ვეკიდებით.

ჩვენს მატჩს ისრაელის მთელი მოსახლეობა ნახავს. ვიცით, როგორ ერთიანდება მთელი ქვეყანა ნებისმიერი წარმატების ირგვლივ, რომელსაც ჩვენი მოჭიდავეები თუ სხვა სპორტსმენები აღწევენ. ძალიან ბევრი ადამიანი თავშესაფრებში იქნება, ამიტომ გადავწყვიტეთ, მსხვერპლები არ ვიყოთ.

ძალიან ბევრი გამამართლებელი მიზეზი გვაქვს, მომზადების პროცესი იდეალურად არ მიმდინარეობს, თუმცა მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. გვინდა, შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ და ჩვენი ქვეყანა გავახაროთ.

საქართველოსთან სტუმრად თამაში რთულია, მათი ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან, მხარდაჭერაც შესანიშნავი ექნებათ, თუმცა ჩვენ ისრაელს წარმოვადგენთ და გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ისრაელის მატჩი 26 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო Vs ისრაელი - ცნობილია მსაჯის ვინაობა
საქართველო Vs ისრაელი - ცნობილია მსაჯის ვინაობა