ChatGPT-ის უფასო ვერსიას იყენებენ | რეალის არაკომპეტენტური სამედიცინო შტაბი
Aa
Aa

ChatGPT-ის უფასო ვერსიას იყენებენ | რეალის არაკომპეტენტური სამედიცინო შტაბი

„რეალის“ ყოფილმა ნუტრიციოლოგმა, იციარ გონსალესმა, დუმილი დაარღვია და „სამეფო კლუბის“ შიგნით მიმდინარე მოვლენებს ფარდა ახადა. გონსალესმა სკანდალური განცხადება გააკეთა და, მისი თქმით, „ბლანკოსის“ სამედიცინო შტაბი ფეხბურთელებს დანამატებს ChatGPT-ის უფასო ვერსიაზე დაყრდნობით უნიშნავს.

გონსალესის პირველ სამუშაო დღეს „რეალის“ სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ ფლორენტინო პერესის მანიპულირება შეუძლიათ და, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, პერესს აფიქრებინონ, რომ იციარის კომპეტენცია კლუბის დონეს არ შეესაბამება.

გონსალესმა „რეალის“ მთავარ მზარეულს რჩევები მისცა, მაგრამ მან ყველაფერი უგულებელყო და ამზადებდა იმას, რასაც მოისურვებდა. გარდა ამისა, ნუტრიციოლოგის მიერ არარეკომენდებული პროდუქტები და კერძები „ბლანკოსის“ სამზარეულოში მაინც მზადდებოდა.

გონსალესის მიხედვით, „რეალის“ ექიმებს მიაჩნიათ, რომ საკვებსა და დანამატებს ტრავმებსა და ფეხბურთელთა გამოსვლაზე არანაირი გავლენა არ აქვს. მოთამაშეები, რომლებიც მასთან აქტიურად მუშაობდნენ, თავს კარგად გრძნობდნენ: დაღლილობა და ტკივილი ნაკლებად აწუხებდათ. ამასთან, გონსალესმა სამედიცინო შტაბის წევრებს უწოდა „ნარცისები, რომლებიც ფეხბურთელებს მხოლოდ ზიანს აყენებენ“. მათ საჭირო განათლება არ აქვთ და ფეხბურთელებს საკვებ დანამატებს ChatGPT-ის უფასო ვერსიაზე დაყრდნობით უნიშნავდნენ.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ დაიწერა, რომ „რეალის“ ექიმებმა შეცდომა დაუშვეს და კილიან მბაპეს არა ტრავმირებული, არამედ ჯანმრთელი მუხლი შეუმოწმეს. The Athletic ადასტურებს, რომ „სამეფო კლუბმა“ დეკემბერში მბაპეს ჯანმრთელი ფეხის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემთვის თოთოეული ფეხბურთელი კაპიტანია | ხვიჩა კაპიტნად არჩევის შემდეგ
ჩემთვის თოთოეული ფეხბურთელი კაპიტანია | ხვიჩა კაპიტნად არჩევის შემდეგ