კილიან მბაპე
Aa
Aa

რეალის ექიმების შეცდომა - მბაპეს გამოკვლევები ჯანმრთელ ფეხზე უტარდებოდა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე გუნდის სამედიცინო შტაბის შეცდომის გამო ტრავმით თამაშობდა. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა The Athletic-ი წერს.

მისი ინფორმაციით, 7 დეკემბერს „სელტასთან“ მატჩის შემდეგ ფრანგი ფორვარდი მუხლის ტკივილს უჩიოდა, მან იანვარსა და თებერვალში რამდენიმე მატჩი გამოტოვა, გუშინ კი გამოაცხადა, რომ ტრავმა სრულად მოიშუშა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაპირველად „რეალის“ ექიმებმა მბაპეს არა ტრავმირებული, არამედ ჯანმრთელი მუხლი შეუმოწმეს.

The Athletic-ი ადასტურებს, რომ „სამეფო კლუბმა“ დეკემბერში მბაპეს ჯანმრთელი ფეხის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარა. ამის გამო ექიმებმა ვერანაირი პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, მბაპემ კი კიდევ 3 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი ექიმებმა შეცდომა აღმოაჩინეს და მეორე მუხლზე დაუწყეს მკურნალობა.

შემდგომმა გამოკვლევებმა მარცხენა მუხლის უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანება აჩვენა, 31 დეკემბერს კი „რეალმა“ სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ტრავმას „მუხლის იოგების გაჭიმულობა“ უწოდა.

აქვე გეტყვით, რომ მბაპე ამჟამად საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 38 გოლი და 6 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამედიცინო კოლაფსი - რეალი სიტის განახევრებული გუნდით ხვდება
სამედიცინო კოლაფსი - რეალი სიტის განახევრებული გუნდით ხვდება