“ეს დღეც დადგა“ - სალაჰი ლივერპულიდან მიდის
მოჰამედ სალაჰისა და ლივერპულის ისტორია სრულდება. ეგვიპტელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მერსისაიდულ გრანდს დატოვებს. ამის შესახებ, თავად ფარაონმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
სალაჰი:
„მოგესალმებით ყველას. ეს დღეც დადგა.. ეს ჩემი წასვლის პირველი ნაწილია. ლივერპულს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დავტოვებ. დასაწყისში მინდა ვთქვა, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ რამდენად ღრმა არის ეს კლუბი. ეს ქალაქი, ეს ხალხი.. ისინი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდნენ.
ლივერპული მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არ არის. ის არის ვნება, ისტორია, სული.. ამ ყველაფრის სიტყვებით აღწერა არ შემიძლია. ერთად აღვნიშნავდით გამარჯვებებს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულები მოვიგეთ. ყველაზე რთულ პერიოდშიც ერთად ვიბრძოდით.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კლუბის ნაწილია, განსაკუთრებით თანაგუნდელებს. და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს.. საკმარისი სიტყვები არ მაქვს, რომ აღვწერო იმისთვის, თუ როგორ მიჭერდით მხარს. აქ ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. ეს არის ის, რასაც არასდროს დავივიწყებ.
წასვლა არასდროს არის ადვილი. თქვენ ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი მაჩუქეთ. ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები. ეს კლუბი ყოველთვის ჩემი სახლი იქნება, როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის. მადლობა ყველაფრისთვის. ყველა თქვენგანის გამო, მე არასდროს ვივლი მარტო..“
— Mohamed Salah (@MoSalah) March 24, 2026
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი ლივერპულს 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 435 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 255 გოლი გაიტანა და 122 საგოლე გადაცემა შეასრსულა.