ლიონელ მესი, ლაუტარო მარტინესი, ხულიან ალვარესი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები, ალექსის მაკ ალისტერი
Aa
Aa

მძიმე მატჩი და ისევ დამატებითი დრო - არგენტინამ შვეიცარიას მოუგო

აშშ-ში, ქალაქ კანზასში არგენტინამ და შვეიცარიამ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის ბოლო საგზური გაითამაშეს.

ანგარიში მეათე წუთზე „ალბისელესტემ“ გახსნა: მარცხენა ფლანგიდან ლეო მესის მიერ მოწოდებულ კუთხურზე თავით ალექსის მაკ ალისტერმა ითამაშა და გრეგორ კობელის კარი აიღო. ეს მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე მეათე ასისტია - ამ მაჩვენებლით არგენტინელი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.

მეორე ტაიმში შვეიცარიელები უფრო აქტიურად გადავიდნენ შეტევაზე და 68-ე წუთზე დენ ნდოიემ რიკარდო როდრიგესის პასით წონასწორობა აღადგინა.

ამის შემდეგ მალევე ბრილ ემბოლომ სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მეორე აღმოჩნდა - შვეიცარია 10 ფეხბურთელით დარჩა. ძირითად დროში არგენტინელებმა რიცხობრივი უპირატესობის გოლად ქცევა ვერ შეძლეს და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. 112-ე წუთზე ხულიან ალვარესმა ულამაზესი დარტყმით ლიონელ სკალონის გუნდი დააწინაურა.

შვეიცარიელებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე არგენტინის კონტრშეტევა ლაუტარო მარტინესმა დააგვირგვინა და მოქმედ ჩემპიონებს ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

 

ამგვარად, ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ესპანეთი-საფრანგეთი (14 ივლისი) და ინგლისი-არგენტინა (15 ივლისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ თამაშით კმაყოფილი არ ვარ“ - ტუხელის შეფასება
„ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ თამაშით კმაყოფილი არ ვარ“ - ტუხელის შეფასება