“არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გოლები“ - ლაუტაროს და ალვარესის კომენტარები
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა შვეიცარიას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 3:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინის ნაკრების თავდამსხმელებმა ლაუტარო მარტინესმა და ხულიან ალვარესმა კომენტარები გააკეთეს.
ალვარესი:
„ასეთ მატჩებში ერთი მომენტი ყველაფერს ცვლის. საბედნიეროდ, ეს მომენტი ჩვენთვის დადგა. შვეიცარია ძალიან ძლიერი მეტოქე იყო. მათ მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდი პრობლემები შეგვიქმნეს.
საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ არგენტინა დამსახურებულად გავიდა. ჩვენ შესანიშნავი კოლექტივი გვყავს და ფინალში გასასვლელად აუცილებლად ვიბრძოლებთ.“
მარტინესი:
„ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევარფინალში გასვლაა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გოლები. ჩვენ არასდროს ვნებდებით. ამ გუნდს გამარჯვების მენტალიტეტი აქვს.“
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში ალბისელესტემ 2 გოლის გატანა შეძლო. ლიონელ სკალონის გუნდი ნახევარფინალში ინგლისს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 15 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.