ლიონელ სკალონი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო“ - სკალონიმ შვეიცარიასთან მატჩი შეაფასა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მეოთხედფინალში შვეიცარიასთან მიღწეული გამარჯვება და ნახევარფინალის საგზურის მოპოვება შეაფასა.

„ვიცოდით, რომ შვეიცარია ფიზიკურად კარგად არის მომზადებული. ამ მხრივ მათ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო.

რეალისტები უნდა ვიყოთ - რაღაცები გასაუმჯობესებელი გვაქვს. ამ გუნდმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა. ახლა საჭიროა, რომ მომდევნო მატჩისთვის ძალების აღდგენა მოვასწროთ“.

ცნობისთვის, ანგარიში მე-10 წუთზე ალექსის მაკ ალისტერმა გახსნა, მეორე ტაიმში კი დენ ნდოიემ წონასწორობა აღადგინა. 72-ე წუთზე შვეიცარიას ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან ბრილ ემბოლო გაუძევეს, თუმცა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა გამარჯვების მოპოვება მხოლოდ დამატებით დროში შეძლეს - გოლები ხულიან ალვარესისა და ლაუტარო მარტინესის ანგარიშზეა.

ამგვარად, ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ესპანეთი-საფრანგეთი (14 ივლისი) და ინგლისი-არგენტინა (15 ივლისი).

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მძიმე ბრძოლა და ბელინგემის მორიგი დუბლი | სამი ლომი მსოფლიოს ნახევარფინალშია
მძიმე ბრძოლა და ბელინგემის მორიგი დუბლი | სამი ლომი მსოფლიოს ნახევარფინალშია