ინგლისის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მუნდიალის მოგების შემთხვევაში - ინგლისის ნაკრები წაახალისეს

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე წარმატებისთვის ფინანსური წახალისება არც ერთი ქვეყნის ნაკრებს არ სჭირდება, თუმცა როგორც ჩანს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებმა საჭიროდ ჩათვალეს, მათი ქვეყნის ეროვნული გუნდის მოტივაცია ამ გზით გაეზარდათ და ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში თუ ინგლისი მუნდიალს მოიგებს, საპრიზო სახით გუნდი 19 მილიონ ფუნტს მიიღებს.

The Guardian-ის ცნობით, ცხრამეტი მილიონიდან თხუთმეტი ფეხბურთელებზე გადანაწილდება, სამ მილიონს ტომას ტუხელი მიიღებს, ხოლო ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგი გერმანელი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის წევრებზეა გამოყოფილი. აქვე გეტყვით, რომ მსგავსი პრემიები ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ოთხი წლის წინ, კატარში მიმდინარე მუნდიალის დროსაც დააწესა, თუმცა ახლანდელი საპრიზო ფონდი მაშინდელზე თითქმის სამჯერ მეტია.

ცნობისათვის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 19 მილიონი ფუნტი ამ ქვეყნის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლისთვის მიიღო და ფეხბურთელების პრემიალური თანხისთვის კერძო ფინანსები არავის მოუძიებია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტუხელი: „ნორვეგია ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი გუნდია“
ტუხელი: „ნორვეგია ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი გუნდია“