ჰოლანდი: “მთელი ზეწოლა ინგლისზე იქნება და ეს უნდა გამოვიყენოთ“
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდება.
მატჩის წინ, ნორვეგიის ნაკრების მთავარმა დამრტყმელმა ძალამ ერლინგ ჰოლანდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ჰოლანდი:
„ვფიქრობ, აშკარა ფავორიტები არსებობენ და ინგლისი ერთ-ერთი მათგანია. ამიტომ მთელი ზეწოლა ინგლისელებზე უნდა იყოს. ამ ზეწოლის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება შეგვიძლია.
განსაკუთრებული მატჩი იქნება. ასეთ თამაშებს მთელი ცხოვრება ელოდები. ჩვენ აქ სიამოვნების მისაღებად ვართ, მაგრამ ამავე დროს გვჯერა, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია.
კარგად ვგრძნობ თავს. ტურნირით ვტკბები და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ყველას გვჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია.“
შეგახსენებთ, რომ ინგლისმა მერვედფინალში მასპინძელი მექსიკა 3:2 დაამარცხა. ნორვეგიამ კი ჰოლანდის დუბლით ბრაზილიას 2:1 მოუგო.
ინგლისისა და ნორვეგიის მომავალი დაპირისპირება 12 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 01:00-დან დაიწყება.