ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელი: „ნორვეგია ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი გუნდია“

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, სამი ლომის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტუხელი:

„ნორვეგია ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი გუნდია. მათ გამორჩეული ინდივიდუალისტები ჰყავთ, მაგრამ მხოლოდ ამით არ არიან ძლიერები — როგორც გუნდი, ძალიან კარგად თამაშობენ.

ჰოლანდის შეჩერება მხოლოდ ერთი ფეხბურთელის საქმე არ არის. მის წინააღმდეგ მთელი გუნდ უნდა დაიცვას თავი. ვფიქრობ, თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით. ჯერ კიდევ შეგვიძლია უკეთ თამაში, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ.

ინგლისის ნაკრებში ყოველთვის დიდი ზეწოლაა. ამას ვერ გაექცევი, მაგრამ ასეთ მომენტებში ეს უნდა გამოიყენო, როგორც დამატებითი მოტივაცია. ამ ეტაპზე ყველა გუნდი მსოფლიო დონისაა. ერთი შეცდომაც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისმა მერვედფინალში მასპინძელი მექსიკა 3:2 დაამარცხა. ნორვეგიამ კი ჰოლანდის დუბლით ბრაზილიას 2:1 მოუგო.

ინგლისისა და ნორვეგიის მომავალი დაპირისპირება 12 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 01:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები