„საკმარისად ძლიერი გუნდი გვყავდა, მაგრამ...“ - ვინისიუსმა მუნდიალი შეაფასა
ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ვინისიუს ჟუნიორმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მსოფლიო ჩემპიონატზე „პენტკამპეონების“ მიერ განცდილი ფიასკოსთვის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
„ოთხი წელი გავიდა და ისევ ვფიქრობ, რა უნდა დავწერო მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილ იმედგაცრუებაზე. სხვადასხვა ასაკის ძალიან ბევრი ადამიანი მიჭერდა მხარს, რომ ჩემი მხრიდან სიჩუმე უსამართლო იქნებოდა, თუმცა ამისთვის რამდენიმე დღე დამჭირდა.
ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პატივია, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატიდან 1/8-ფინალში გავარდნით გამოწვეული გრძნობების გადმოცემა ძალიან რთულია.
ვიცი, როგორ ვემზადებოდი, როგორი ფოკუსირებული ვიყავი და როგორ მინდოდა ამ ოცნების ასრულება, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის. გვყავდა საკმარისად ძლიერი გუნდი იმისათვის, რომ მეტი გაგვეკეთებინა, თუმცა ეს ვერ შევძელით.
ბოდიშს გიხდით და გპირდებით, რომ გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ოცნებისთვის, რათა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი კიდევ ერთხელ დავიპყროთ“.
ცნობისთვის, ბრაზილია მერვედფინალში ნორვეგიასთან დამარცხდა. ვინისიუსმა მსოფლიო ჩემპიონატის 5 მატჩში 4 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.