„კოჭი დავიჟეჟე...“ - მბაპემ თავის ტრავმაზე ისაუბრა
კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მაროკოსთან მატჩში მიღებული ტრავმა უმნიშვნელო აღმოჩნდა.
„კარგად ვარ, კოჭი დავიჟეჟე, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. იმ მომენტში ჯეი-პი (ჟან-ფილიპ მატეტა) ჩემზე უკეთეს ფორმაში იყო საიმისოდ, რომ ბოლო 15 წუთი ეთამაშა, ამიტომ მე გავედი და ის შემოვიდა შეცვლაზე. კარგად ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო.
თვითდამშვიდება ახლა შეუფერებელია. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა, კიდევ უფრო რთული გამოცდა გველის, მაგრამ ძალებს სწრაფად აღვიდგენთ“.
ჰაკიმის ემოციების შესახებ
„მე აქ მოსაგებად ვარ და ისიც მოსაგებად ჩამოვიდა. ბევრად რთული იქნება, როცა მას კვლავ ვნახავ ტრიბუნებისქვეშა გვირაბში, რადგან ის ჩემი ახლო მეგობარია“,
– თქვა მბაპემ M6-სთან ინტერვიუში.
1/4-ფინალური მატჩის (2:0) 76-ე წუთზე მბაპე, რომელიც გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა, მინდორზე დაწვა და ანიშნა, რომ თამაშის გასაგრძელებლად მზად არ იყო. კილიანს შეცვლა დასჭირდა, თუმცა მან მოედანი დამოუკიდებლად დატოვა.