დიდიე დეშამი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს ადვილი არ არის“ - დეშამი მატჩის შემდეგ

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში მაროკოს ნაკრებთან გამარჯვებაზე (2:0) ისაუბრა.

„ნახევარფინალში ზედიზედ სამჯერ გავედით, ეს კარგია. ეს ლოგიკურად და ბუნებრივად ჟღერს, მაგრამ ამას ჯერ მიღწევა სჭირდება, ეს ადვილი არ არის. ახლა იქ ვართ, სადაც ყოფნა გვსურდა. რთული თამაში იყო, პენალტი... რაც შეეხება კილიანს, პრობლემა არ არის, ის საკუთარ თავში ეჭვს არასდროს შეიტანს.

კილიანს კოჭის მცირე ტრავმა ჰქონდა, მან გარკვეული ტკივილი იგრძნო, მანუს (კონეს) კი მუხლი აქვს დაჟეჟილი. ეს გასაკვირი არ არის, მატჩები საკმაოდ მჭიდრო და სწრაფი გამოდის.

წარმომიდგენია, როგორ უხარიათ ადამიანებს საფრანგეთში, ჩვენ აქ გარკვეულწილად საკუთარ ბუშტში ვიმყოფებით. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, ისევ ოთხეულში ვართ... ესე იგი, ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ!“

– განაცხადა დეშამმა.

ფრანგების მეტოქე დღეს საღამოს გაირკვევა. ესპანეთი ბელგიას დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები