„რა მოუვიდა იანს? იქნებ ტაილანდში არასწორ ჰორმონებს იღებს?“ - დვალიშვილი
RAF Georgia-ზე ჰენრი სეხუდოსთან შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონზე, პიოტრ იანზე ისაუბრა
„მიხარია, რომ თანამემამულეები გავახარე. ჭიდაობის სპეციალისტი არ ვარ, ჰენრი სეხუდო კი ოლიმპიური ჩემპიონია. ჭკვიანურად ჭიდაობს, თუმცა ჩემს სასარგებლოდ ის მუშაობდა, რომ ზეწოლის გარეშე ვჭიდაობდი. იქნებ, მომდევნო ჯერზე ძიუდოს წესებით ვიჭიდაოთ?
რა იქნება მომავალში? მიყვარს ჩხუბი და UFC-ში ასპარეზობა. პიოტრ, დაბრუნდი! რა მოხდა? რა მოუვიდა იანს? ის ტაილანდში ცხოვრობს - იქნებ, არასწორ ჰორმონებს იღებს? მადლობა RAF-ს. ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. გპირდებით, რომ საქართველოში თქვენს ყველა ღონისძიებაზე ვიჭიდავებ“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება RAF Georgia-ს მთავარი მოვლენა იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, „მანქანას“ პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთან რთული ბრძოლა გამოუვიდა, თუმცა მერაბმა პრაქტიკულად წაგებული შეხვედრის მოგება შეძლო. პირველი პერიოდის მიმდინარეობისას მერაბი 0:8 მარცხდებოდა, თუმცა დარჩენილ დროში სეხუდოს 11 ქულა აუღო და საბოლოოდ, 11:8 გაიმარჯვა.