დენა უაითი: არ ვფიქრობ რომ გეიჯი დივიზიონს აფერხებს
ჯასტინ გეიჯის თქმით, ის წლის ბოლომდე პაუზას აიღებს, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას, ღირს თუ არა მებრძოლის პროფესიონალური კარიერის გაგრძელება. ლიგის ხელმძღვანელი დენა უაითი კი არ ფიქრობს, რომ ამით UFC-ის მოქმედი ჩემპიონი მსუბუქ წონაში დივიზიონს აფერხებს.
„არ ვფიქრობ, რომ ის დივიზიონს აფერხებს - მან ახლახან იბრძოლა. ცოტა ხნის წინ ჩაატარა ბრძოლა და ხელები ჯერ კიდევ სტკივა. ის ამ ბრძოლაზე გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად არ იყო ის ბიჭი, რომელსაც მასში მონაწილეობა უნდა მიეღო. მაგრამ მან მიიღო ბრძოლა და წარმოუდგენლად სანახაობრივ სტილში მოიგო, რითაც, ფაქტობრივად, მთელი თავისი ცხოვრება შეცვალა. ის იმსახურებს, რომ კარგად დაფიქრდეს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც საბოლოოდ მიიღებს“,
- განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლას-ვეგასში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიმდინარე წელს ჯასტინ გეიჯიმ კარიერაში ორი ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა: იანვარში პედი პიმბლეტთან დაპირისპირებაში მსუბუქ წონაში UFC-ის დროებითი ტიტული მოიგო, ხოლო ივნისში ამერიკელმა სენსაციურად დაამარცხა ილია თოფურია გამაერთიანებელ ბრძოლაში და დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი გახდა.