„ჯასტინს ბოდიში მოვუხადე იმის გამო, რასაც ვამბობდი“ - ჯონსონმა თოფურია-გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა
უმსუბუქეს წონაში, UFC-ისა და One Championship-ის ყოფილმა ჩემპიონმა, დემეტრიუს ჯონსონმა განაცხადა, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის, ილია თოფურიასთან ბრძოლის წინ გაკეთებული პროგნოზის გამო ბოდიში მოუხადა.
რას ამბობს ჯონსონი:
„სანამ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის ეჩხუბებოდა, ვამბობდი: „ილია თოფურია ნოკაუტში ჩაგაგდებს. ის გაგანადგურებს“. თუ ჯასტინის კარიერას გადავხედავთ, ის ყოველთვის ნოკდაუნებში ვარდება. ეს საიდუმლო არავისთვის არაა: ბრძოლა ედი ალვარესთან, ბრძოლა ჩარლზ ოლივეირასთან — პრაქტიკულად ყველა მის ორთაბრძოლაში ის მძიმე დარტყმებს უშვებს.
და აი, გუშინ, ჯასტინ გეიჯი დავინახე. ბევრი ადამიანი ასეთ სიტუაციაში საუბარს თავს არიდებს ხოლმე. მასთან მივედი და ვუთხარი: „ძმაო, ამ ბრძოლასთან დაკავშირებით ვცდებოდი. ნამდვილად შევცდი. შენ დამიმტკიცე, რომ მტყუანი ვიყავი“. მან კი მიპასუხა: „ვიცი, მეგობარო. მე ნამდვილი მებრძოლი ვარ. იმ საღამოს ჩემს საუკეთესო ფორმაში ვიყავი“.
მე ვუპასუხე: „დიახ, მოწოდების სიმაღლეზე იყავი. მაგრამ შენ გამაოცე, რადგან შენს კარიერას თუ გადავხედავთ, მუდამ ძირს გაგდებდნენ, ყოველთვის რთულ სიტუაციებში ვარდებოდი. ხოლო თუ ილია თოფურიას ბრძოლებს ვნახავთ, ის მეტოქეებს ყოველთვის დიდ ზიანს აყენებს და ორთაბრძოლებს შესანიშნავად ასრულებს“. მაგრამ ჯასტინ გეიჯიმ ხასიათი გამოავლინა, გაუძლო და დაამარცხა ადამიანი, რომელიც დაუმარცხებელი ჩანდა“.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დაკარგა. MMA-ის სამყაროში ვარაუდობენ, რომ ქართველ მებრძოლს მომდევნო ჩხუბი კვლავ „ჰაილაითის“ წინააღმდეგ ექნება, თუმცა დიდი ალბათობით, ილია მიღებული დაზიანებების გამო ოქტაგონში დაბრუნება მინიმუმ 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს.