ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ფრანგებთან არ უნდა დამარცხდნენ - ესპანეთი იტალიის რეკორდს ემუქრება

მსოფლიოს მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატზე გარდა იმისა, რომ ესპანეთის ნაკრები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ, სხვადასხვა რეკორდებსაც ამყარებს, რომელთა შორისაც ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდები ძირითად დროში 2024 წლის მარტში კოლუმბიასთან (0:1) ამხანაგურ მატჩში წაგების შემდეგ არ დამარცხებულან და „ფურია როხას“ წაუგებელი სერია ბელგიელებთან (2:1) მოგებული მეოთხედფინალის შემდეგ 36 შეხვედრამდე გაიზარდა, რითაც ესპანელები 2019-2022 წლების ფორმაციის არგენტინის ნაკრებს გაუთანაბრდნენ და თუ ფრანგებთან ნახევარფინალში ძირითად და დამატებით დროში არ დამარცხდებიან, 2018-2021 წლების იტალიასაც (37) დაეწევიან, რომელიც ამ დრომდე ერთპიროვნულ რეკორდსმენად ითვლება.

სასიამოვნო სტატისტიკური სიახლეები ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრებისთვის ამით არ იწურება - ევროპისა, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში სელესიონი მერვედ გავიდა და წინა შვიდი შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ არის დამარცხებულა - 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანელებს იტალიელებმა პენალტების სერიაში აჯობეს. აქვე გეტყვით, რომ აქამდე ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთს ყველაზე მეტი 11 გოლი 1986 წელს ჰქონდა გატანილი, სადაც ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა და ახლა ესპანელების ანგარიშზე სწორედ 11 ბურთია.

ცნობისათვის, მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრების მეტოქე ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხული საფრანგეთის ეროვნული გუნდი იქნება და მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასეთია ფეხბურთი, მისი განადგურება არ შეიძლება | კურტუამ თანაგუნდელი მეკარე დაიცვა
ასეთია ფეხბურთი, მისი განადგურება არ შეიძლება | კურტუამ თანაგუნდელი მეკარე დაიცვა