„გულწრფელად გიხდით ბოდიშს“ - RAF-ის პრეზიდენტი რუკის არასწორად ჩვენებაზე
Aa
Aa

„გულწრფელად გიხდით ბოდიშს“ - RAF-ის პრეზიდენტი რუკის არასწორად ჩვენებაზე

RAF Georgia-ს ღონისძიების დაწყებამდე, ორგანიზატორების მიერ მომზადებულ სპეციალურ ვიდეორგოლში საქართველოს რუკა არასწორად იყო ნაჩვენები, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამის გამო RAF-ის პრეზიდენტს, ჩედ ბრონსტეინს განმარტების გაკეთება მოუწია და განაცხადა, რომ ეს ფროდაქშენის შეცდომა იყო. პრეზიდენტის კომენტარს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

რას ამბობს ბრონსტეინი:

„სამწუხაროდ, საქმე გვქონდა ფროდაქშენში ტექნიკურ შეცდომასთან. მიზანმიმართული ცუდი განზრახვა არავის ჰქონია. არ ვიცი, ის ფოტო საიდან მოიპოვეს, მაგრამ ეს ნამდვილად იყო ჩვენი მხრიდან დაშვებული შეცდომა. გულწრფელად გიხდით ბოდიშს.“

შეგახსენებთ, რომ RAF Georgia-ს ღონისძიებაზე გამარჯვება 5-დან ოთხმა ქართველმა მოიპოვა - მერაბ დვალიშვილმა, ლადო ხინჩეგაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაუვიწყარი ემოციები და მერაბის საოცარი გამარჯვება - რა ვნახეთ RAF Georgia-ზე
დაუვიწყარი ემოციები და მერაბის საოცარი გამარჯვება - რა ვნახეთ RAF Georgia-ზე