ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი
Aa
Aa

„მეეჭვება მესიმ ბავშვებს ასე მარტივად დაგვითმოს“ - ჰოლანდი ბომბარდირობაზე

ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბომბარდირთა დავაში ლიონელ მესისთან და კილიან მბაპესთან მეტოქეობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„ბომბარდირობა და რეკორდი მსოფლიო ჩემპიონატზე? ეს შესანიშნავია, მაგრამ მესი მათ უკვე თითქმის 20 წელია ამსხვრევს. ნამდვილი ბოსი ის არის.

მატჩის დროს ამაზე არ ვფიქრობ. გოლის გატანა ყველას შეუძლია, რადგან ჩვენ მოგება და შემდეგ რაუნდში გასვლა გვჭირდება, თუმცა სასიამოვნოა, რომ ეს შემახსენეთ.

დიახ მართალია, საეჭვოა, რომ მესიმ ეს ჯილდო დათმოს და ბავშვებს მისთვის ბრძოლის უფლება ასე მარტივად მოგვცეს“,

- თქვა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ ბომბარდირთა დავაში ლეგენდარული მეტოქეობა მიმდინარეობს. მბაპესა და მესის 8-8 გოლი აქვთ, ჰოლანდს 7, კეინს კი 6. კილიანმა მეოთხედფინალური მატჩი უკვე ჩაატარა და თავისი გოლიც გაიტანა, დანარჩენი სამი კონკურენტი თავისი შანსის გამოყენებას ამაღამ შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები