მურატ იაკინი
Aa
Aa

“ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა“ - იაკინი არგენტინასთან მატჩზე

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა შვეიცარიას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 3:1 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა კომენტარი გააკეთა.

იაკინი:

„ვფიქრობ, დიდხანს ვაკონტროლებდით მატჩს და თამაშში ვიყავით. დამატებით დროში მცირე დეტალებმა გადაწყვიტა ყველაფერი. ბიჭებით ძალიან ვამაყობ. მათ ტურნირის განმავლობაში ყველაფერი გაიღეს და დღესაც ბოლომდე იბრძოლეს.

112-ე წუთამდე ვიბრძოდით. შემდეგ ერთი მომენტი გამოგვრჩა და ასეთ დონეზე ამის საფასურს ყოველთვის იხდი. რა თქმა უნდა, ახლა იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ როდესაც ემოციები დაცხრება, შევძლებთ ვიამაყოთ იმით, რასაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მივაღწიეთ.

ლიონელ მესის ბოლომდე ვაკონტროლებდით, მაგრამ ასეთი ფეხბურთელებისთვის ერთი მომენტიც საკმარისია, რომ თამაშის ბედი შეცვალონ. ვულოცავ არგენტინას შემდეგ ეტაპზე გასვლას.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში ალბისელესტემ 2 გოლის გატანა შეძლო. ლიონელ სკალონის გუნდი ნახევარფინალში ინგლისს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 15 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები