ბენფიკას ყოფილი ფეხბურთელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
პორტუგალიელი ყოფილი ფეხბურთელი მანუ 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია თავდაპირველად Flashscore-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი მისი გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა საფეხბურთო კლუბმა ალვერკამ, სადაც მან პროფესიული კარიერა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ფეხბურთელი სობრალის რეგიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
მანუმ კარიერა ვიტორია სეტუბალში დაიწყო, ხოლო პროფესიონალურ დონეზე დებიუტი „ალვერკაში“ ჰქონდა. მოგვიანებით ის თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიც არიან ბენფიკა, მოდენა, ამადორა, აეკი, მარიტიმუ, ლეგია, ბეიჯინგი დ სხვა გუნდები..
პორტუგალიაში მან ყველაზე წარმატებული პერიოდი ამადორასა და მარიტიმუში გაატარა. ამადორას მაისურით მან 32 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო მარიტიმუში 61 შეხვედრაში 5 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
ბენფიკამ, რომლის ღირსებასაც მანუ 2006/07 წლების სეზონში იცავდა და 17 მატჩი ჩაატარა, ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალებას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
„ბენფიკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლუბის ყოფილი ფეხბურთელის, მანუს გარდაცვალების გამო. მანუ 2006/07 წლების სეზონში „ბენფიკას“ ღირსებას ერთგულებითა და სიამაყით იცავდა. ამ მძიმე დროს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვინც მას იცნობდა,“ — ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
O Sport Lisboa e Benfica manifesta o seu profundo pesar pelo falecimento de Manú, antigo jogador do Clube.
À família e aos amigos, o Clube endereça as mais sentidas condolências. ???? pic.twitter.com/RaDiZysMKt
— SL Benfica (@SLBenfica) July 12, 2026