საქართველო Vs ისრაელი - ცნობილია მსაჯის ვინაობა
Aa
Aa

საქართველო Vs ისრაელი - ცნობილია მსაჯის ვინაობა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოეს პერიოდში ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

26 მარტს, ჯვაროსნები ისრაელს უმასპინძლებენ. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება მთავარი არბიტრი.

საქართველოსა და ისრაელის დაპირისპირებას 41 წლის ავსტრიელი იულიან ვეინბერგერი განსჯის. აღსანიშნავია, რომ იულიანს აქამდე აღნიშნული ნაკრებების მატჩი არასდროს უმსაჯია.

ცნობისთვის, საქართველო ისრაელს 26 მარტს უმასპინძლებს. მატჩი 21:00-დან დაიწყება. ამის შემდეგ, სანიოლის გუნდი სტუმრად ლიეტუვას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი კი 29 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

ასევე შეგახსენებთ, საქართველო და ისრაელი ერთმანეთს ისტორიაში 3-ჯერ დაუპირისპირდნენ. ორი მატჩი ისრაელმა მოიგო, ხოლო ერთი ფრედ 0:0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები