ევროპის ჩემპიონატისთვის ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
19-26 აპრილს, ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირზე, საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით იასპარეზებს, მათ შორის 10 ვაჟი ძალოსანი იქნება, 5 კი გოგონა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
- 60 კგ. - გოდერძი ბერდელიძე, რამინი შამილიშვილი.
- 79 კგ. - არჩილ მალაყმაძე
- 88 კგ. - ზურაბ მსხალაძე, მანუჩარ გოგოხია.
- 94 კგ. - ირაკლი გობეჯიშვილი, საბა ასანიძე.
- 110 კგ. - ირაკლი ჩხეიძე, გურამ ვეკუა.
- +110 კგ. - ბაქარ თურმანიძე.
გოგონები:
- 69 კგ. - მირანდა ჩუტკერაშვილი.
- 77 კგ. - ნანა ხორავა.
- 86 კგ. - ნათია გადელია, მარიამ მურღვლიანი.
- +86 კგ. - ანასტასია გოტფრიდი.
ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.