საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

საჰაერო განგაში, შეყვარებული წყვილი და უკრაინელი მეკარე | ისრაელის ნაკრების თავგადასავალი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას ისრაელის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. „ჯვაროსნების“ მეტოქე თბილისში დღეს ჩამოფრინდა და მათ მგზავრობას რამდენიმე განსაკუთრებული ისტორია ახლდა.

ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ისრაელიდან გამოფრენა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბენ გურიონის აეროპორტში საჰაერო განგაში ამოქმედდა და ნაკრები დაცულ ზონაში გადაიყვანეს. განგაშის მიუხედავად, თვითმფრინავი დროულად აფრინდა, თუმცა ფრენა მოსალოდნელზე სამი საათით მეტხანს გაგრძელდა.

ისრაელური პრესის ინფორმაციით, თვითმფრინავში ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა შეყვარებული წყვილი. ისინი საქართველოში სუროგატ დედასთან, რომელმაც მათ შვილი უნდა გაუჩინოს, პირველად შესახვედრად ჩამოვიდნენ. ისრაელის დატოვება ზემოთ ხსენებული დაპირისპირების ფონზე ძალიან რთულია და ჰადარმა და ამიტმა (წყვილი) ნაკრების მენეჯერებსა და ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადეს, ფეხბურთელებისგან კი აპლოდისმენტები მიიღეს.

საქართველოში ჩამოფრინდა უკრაინელი მეკარე, გეორგი იერმაკოვი. „მაკაბი ჰაიფას“ გოლკიპერი აპირებს, თავის შეყვარებულს შეხვდეს და მასთან ერთად ისრაელში ეროვნული ნაკრების რეისით დაბრუნდეს. ისრაელის დელეგაციას ჩამოჰყვა საბა ხვადაგიანიც, რომელიც „მაკაბი ნეთანიას“ რიგებში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
23 ქულა, კარიერის საუკეთესო შედეგი და +25 | მამუმ იუტასთან იფრინა
23 ქულა, კარიერის საუკეთესო შედეგი და +25 | მამუმ იუტასთან იფრინა