La Gazzetta dello Sport: სპალეტი იუვენტუსში ალისონს ითხოვს
ლუჩანო სპალეტიმ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას ზაფხულში სამი ფეხბურთელის შეძენა სთხოვა - სამივე მათგანი ამჟამად პრემიერლიგაში თამაშობს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სპალეტი „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს - მისი მომავალი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე აღარაა დამოკიდებული, მაგრამ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა მნიშვნელოვანი იქნება როგორც სპორტული, ისე ფინანსური გადასახედიდან.
„იმ შემთხვევაში, თუ სპალეტი „ბიანკონერის“ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს, მისი მთავარი მოთხოვნა ალისონ ბეკერის შეძენაა. მიკელე დი გრეგორიოს მომავალთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერია დაზუსტებული, ამიტომ ლუჩანო სპალეტი მეკარის პოზიციის გაძლიერებას ითხოვს.
ბრაზილიელ მეკარეს სპალეტის გაწვრთნილ „რომაში“ უთამაშია და რამდენიმე დღის წინ მედია წერდა, რომ ალისონმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი მორიგი ტრავმის შემდეგ „წითლებმა“ შესაძლოა ტრანსფერი განიხილონ.
ალისონის გარდა, სპალეტის სხვა მოთხოვნებს შორის „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანი ბერნარდუ სილვა სახელდება, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც სპალეტის თავის გუნდში მოიაზრებს, რანდალ კოლო მუანია, რომელიც პსჟ-დან „ტოტენჰემში“ განათხოვრებული, ფრანგები კი მზად არიან, მასთან დაკავშირებით შეთავაზებები მოისმინონ“, - წერს გამოცემა.