კილიან მბაპე, მადრიდის რეალი
Aa
Aa

დადასტურდა - მბაპეს შემთხვევაში, რეალის ექიმები შეცდნენ

დოქტორ ბერტრან სონერი-კოტეს ტელეფონი რეკავს — ის მუხლის ტრავმების სპეციალისტია. ზარის ავტორი „რეალის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი დოქტორი მიჰიჩია, რომელიც სეზონის მიმდინარეობისას დაუბრუნდა კლუბს.

„მინდა შენი აზრი მოვისმინო მბაპეს ტრავმაზე, თუმცა ეს ახალი პრობლემა არ არის,“ — ასე დაიწყო საუბარი.

სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო კილიან მბაპეს მცდელობა, საბოლოოდ მოეძებნა გამოსავალი მუხლის პრობლემებისთვის. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სპეციალისტი, რომელიც ადრე კარიმ ბენზემას მკურნალობდა და ოპერაციები ჩაუტარებია ისეთ ფეხბურთელებისთვის, როგორებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მუკტარ დიახაბი არიან, ბლანკოსის თავდამსხმელს ახალი დიაგნოზი დაუსვა და აღდგენის კონკრეტული გეგმა შეუდგინა — რომელმაც უკვე დადებითი შედეგიც გამოიღო.

თავად მბაპემ ეს პროცესი პარიზში დაადასტურა, ეროვნული ნაკრებთან ერთად აშშ-ში გამგზავრებამდე:

„გამიმართლა, რომ პარიზში სწორი დიაგნოზი მივიღე. ერთად შევიმუშავეთ საუკეთესო გეგმა, რათა ფორმის პიკში დავბრუნებულიყავი სეზონის ბოლოსთვის და მსოფლიო ჩემპიონატისთვის. დიაგნოზი კონკრეტულ დღეს მივიღე, თუმცა ამას ახლა ვერ გავამხელ. რაც მანამდე ითქვა, ყველაფერი სრულიად არასწორი იყო. იმ პერიოდში თავს კარგად ვერ ვგრძნობდი — ნამდვილად არ ვიყავი ბედნიერი.“

ცნობილია, რომ იმ პერიოდში მბაპე აშკარად გაღიზიანებული იყო — თამაშობდა დისკომფორტით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სერიოზული პრობლემა თითქოს არ ფიქსირდებოდა.

ამ თემაზე საინტერესო დეტალები RMC-ის ჟურნალისტმა დანიელ რიოლომაც გაამხილა:

„ცხადია, შეცდომა იყო, თუ ფეხბურთელმა პარიზში გამგზავრება გადაწყვიტა. ვფიქრობ, მიზეზი ის იყო, რომ მბაპეს მუხლის დიაგნოზი კატასტროფულად არასწორი აღმოჩნდა — უფრო მეტიც, ძალიან სერიოზული შეცდომა იყო. სწორედ ამიტომ მოხდა სამედიცინო სტაფის ცვლილება ცვლილება“.

- განაცხადა მან.

ამგვარად, მბაპეს შემთხვევამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები „რეაის“ სამედიცინო სტაფის მართვასთან დაკავშირებით — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გუნდის მთავარ ვარსკვლავს ეხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სკანდალია! სირცხვილია“ | რეალის ტელევიზია ვალვერდეს წითელ ბარათზე
„სკანდალია! სირცხვილია“ | რეალის ტელევიზია ვალვერდეს წითელ ბარათზე