„ეს მაღიზიანებს“ - კლოპმა რეალში და ატლეტიკოში დანიშვნაზე ისაუბრა
იურგენ კლოპმა „რეალის“ მხრიდან მისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიწვევით დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ხმებზე კომენტარი გააკეთა.
„კარგია, რომ ამაზე ვსაუბრობთ. როდის ხდება ამბავი ისტორია? როდესაც ვინმე იღებს ფურცელს და მასზე რაღაცას წერს? თუ როდესაც რეალურად რაღაც ხდება? როგორი უნდა იყოს სიტუაცია? „რეალმა“ უნდა დამირეკოს რომელიმე მომენტში: „ფლორენტინო პერესია ხაზზე! იურგენ, როგორ ხარ?“ თუ საკმარისია, რომ OE24-მა - არც კი ვიცი, იქ ხელოვნური ინტელექტი წერს თუ ცოცხალი ადამიანები - რაიმე სისულელე გამოაქვეყნოს? ეს მაღიზიანებს.
დიახ, ჯერჯერობით სამწვრთნელო კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რა მელოდება მომავალში, ჯერ დაგეგმილი არაფერი მაქვს.
ცოტა მეტი დისციპლინაა საჭირო. ეს ყველაფერი სისულელეა. „რეალს“ ჩემთვის არცერთხელ არ დაურეკავს, არცერთხელ.
ასევე „ატლეტიკოსაც“ ჩავუდგები სათავეში! იდეალურ შემთხვევაში „რეალთან“ ერთად ერთდროულად! მაპატიე, „მადრიდო“, ჯერ დარეკვა მოგიწევთ“,
- იხუმრა „ლივერპულის“ ყოფილმა მწვრთნელმა, რომელიც ამჟამად Red Bull-ის სისტემაში მუშაობს.