ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ოქროს ბურთი? ჩვენს ყველა ფეხბურთელს ვუჭერთ მხარს“ - ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „მარსელთან“ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე „ლე კლასიკის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე უპასუხა კითხვას, ვის დაუჭერს პარიზული კლუბი მხარს „ოქროს ბურთის“ ჯილდოზე.

„ბრესტთან“ პირველი 3 ქულა ავიღეთ, მაგრამ ისე კარგად არ გვითამაშია, როგორც ზოგიერთ წინა შეხვედრაში. თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ „ბრესტი“ კარგი გუნდია.

სეზონის უცნაური სტარტი გვქონდა, ვინაიდან ყოველ სამ დღეში თამაშს ვართ მიჩვეულები, თუმცა როდესაც კვირაში ერთი მატჩი გაქვს, დასვენებასა და ვარჯიშებს შორის ბალანსი უნდა იპოვო, თუმცა სანაკრებო პაუზის შემდეგ უფრო ინტენსიურ რითმში დავბრუნდებით.

„ლე კლასიკი“ განსაკუთრებული მატჩია. იმედია, 3 ქულას ავიღებთ, ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ და გულშემატკივრებს გავახარებთ. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი გველის, მოტივირებულები ვართ, მაგრამ ემოციების კონტროლზეც უნდა ვიფიქროთ.

როგორი სტრატეგია ექნება კლუბს „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებით? ჩვენი სტრატეგია მნიშვნელოვანი ტიტულების მოგებაა. „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებით ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. დიდი პატივია, რომ 30 ნომინირებული ფეხბურთელიდან 10 ჩვენი მოთამაშეა. ჩვენი ნება რომ იყოს, ამ სიაში დეზირე დუესაც შევიყვანდით. ვცდილობთ, ჩვენი ყველა ფეხბურთელის ინტერესები დავიცვათ. გვჯერა, რომ ამ ჯილდოს მოგებას ჩვენი ფეხბურთელი იმსახურებს“.

ცნობისთვის, მარსელი-პარი სენ-ჟერმენის მატჩი კვირას, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იამალი: ოქროს ბურთი ბომბარდირმა ან ლიგის გამარჯვებულმა არ უნდა მოიგოს
იამალი: ოქროს ბურთი ბომბარდირმა ან ლიგის გამარჯვებულმა არ უნდა მოიგოს