კარიმ ადეიემი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: ადეიემის უდიდესი პოტენციალი აქვს, კიდევ მოუმატებს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კარიმ ადეიემის თამაშის შესახებ ისაუბრა.

გერმანიის ნაკრების გარემარბმა „რასინგის“ წინააღმდეგ (7:2) საგოლე გადაცემა შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ადეიემის თამაშს ესპანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„მას უდიდესი პოტენციალი აქვს. კარიმი კიდევ უფრო განვითარდება. ჩვენს სათამაშო სტილთან ადაპტირება სჭირდება, მაგრამ თამაშში უკვე ბევრი რამ შემოაქვს. ეს ამ მატჩის სამ-ოთხ ეპიზოდში ნათლად გამოჩნდა.

„ბარსელონას“ ყველა გულშემატკივარი მხარს უჭერს მას. ამ ყველაფრის ხილვა მახარებს. გერმანიაში კარიმს რთული პერიოდი ჰქონდა. ის გამორჩეული მოთამაშეა. თანაგუნდელებს უყვართ და თავადაც კარგი ბიჭია.

ის ბოლომდე იხარჯება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ მას პროგრესში დავეხმაროთ. დაუჯერებელი სისწრაფე აქვს. ლამინ იამალის გოლის ეპიზოდში მან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა“,

- განაცხადა ჰანსი ფლიკმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები