ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, ვილი სანიოლი
Aa
Aa

ჩემთვის თოთოეული ფეხბურთელი კაპიტანია | ხვიჩა კაპიტნად არჩევის შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ამ თემაზე ქართველმა ვარსკვლავმა ვრცლად ისაუბრა: „ძალიან დიდი დაფასებაა ეს ყველაფერი. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მე უნდა ვყოფილიყავი. ვგრძნობ ამ დაფასებას, მიხარია, ეს პასუხისმგებლობას მანიჭებს და იმას, რომ თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი ვიყო. ჩვენ გუნდში გვყავს სხვა ფეხბურთელები, ლიდერები. კაპიტნის სამკლავური იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ფეხბურთელს არ ჰქონდეს ლიდერული თვისებები და ეს გასახდელში არ გამოავლინოს. ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია. მთავარია ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ’’.

გასულ წელს ხვიჩამ ეროვნულ ნაკრებს სამ შეხვედრაში უკაპიტნა: შინ ბულგარეთთან, სტუმრად თურქეთთან და შინ ესპანეთთან. კაშია ამ შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ოთარ კიტეიშვილმა ნაკრებს ერთხელ უკაპიტნა, გასულ წელს სომხეთთან სტუმრად მოგებულ მატჩში. აღნიშნული თამაში კაშიამ და კვარაცხელიამ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია).

თვდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაკრების ახალი კაპიტანი კვარაცხელია იქნება | კიტეიშვილი ვიცე-კაპიტანია
ნაკრების ახალი კაპიტანი კვარაცხელია იქნება | კიტეიშვილი ვიცე-კაპიტანია