საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„კარგი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ“ | ისრაელის ნაკრების მოთამაშეები საქართველოზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მომდევნო მეტოქე ისრაელია, რომელთანაც „ჯვაროსნებს“ ამხანაგური მატჩი ელოდებათ. ისრაელის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა, იარდენ შუამ და ელიელ პერეცმა, მოახლოებულ თამაშზე ისაუბრეს.

„საქართველო კარგი გუნდია, რომელმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. საქართველოსთან მატჩში საინტერესო იქნება გავიგოთ, რა დონეზე ვიმყოფებით. ჩვენი მიზანი დიდ ტურნირზე თამაშია და საქართველოსთან შეხვედრა არის მატჩი, რომელშიც გვინდა, ჩვენი ხარისხი ვაჩვენოთ. ეს დაპირისპირება ჩვენთვის დიდი გამოწვევაა,“ — აღნიშნა პერეცმა.

„საქართველო? ეს შეხვედრა ჩვენთვის არის მატჩი, რომელშიც გვინდა წარმოვაჩინოთ, თუ რა შეგვიძლია მომავალში გავაკეთოთ. გუნდის ერთიანობისთვის ეს ძალიან კარგია. აქ ყველა გაღიმებული მოვიდა და ეს სამომავლოდ აუცილებლად დაგვეხმარება,“ — დასძინა შუამ.

ცნობისთვის, ისრაელისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება, სამი დღის შემდეგ კი ჩვენი გუნდი ლიეტუვას შეხვდება. ეს თამაში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
23 ქულა, კარიერის საუკეთესო შედეგი და +25 | მამუმ იუტასთან იფრინა
23 ქულა, კარიერის საუკეთესო შედეგი და +25 | მამუმ იუტასთან იფრინა