გოგა ბითაძე,
Aa
Aa

ბითაძის 6 ქულა და 7 მოხსნა | ორლანდო ინდიანასთან დამარცხდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო. გამთენიისას, ფლორიდელები საშინაო არენაზე აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „ინდიანა პეისერსს“ დაუპირისპირდნენ და 126:128 დამარცხდნენ.

ბითაძემ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და 19 წუთი და 54 წამი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში მისი მონაგარი 6 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

„ორლანდოს“ მხრიდან 39 ქულით პაოლო ბანკერო გამოირჩა. ტრისტან და სილვამ 21 ქულა მიითვალა, ხოლო დესმონდ ბეინმა და უენდელ კარტერ ჯუნიორმა 17-17 ქულა დააგროვეს. „ინდიანას“ რიგებში ბრწყინვალე იყო პასკალ სიაკამი — 37 ქულა, 6 მოხსნა. ენტრიუ ნიმბჰარდმა 13 ქულა, 14 პასი და 7 მოხსნა მიითვალა.

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილს იკავებს და მის ბალანსზე 38 გამარჯვება და 33 მარცხია. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 25 მარტს, „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
23 ქულა, კარიერის საუკეთესო შედეგი და +25 | მამუმ იუტასთან იფრინა
23 ქულა, კარიერის საუკეთესო შედეგი და +25 | მამუმ იუტასთან იფრინა