ზურაბ ხიზანიშვილი
Aa
Aa

19-წლამდე ნაკრებში 25-დან 9 ლეგიონერია | ხიზანიშვილმა გუნდის მზადება დაიწყო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ივნისში დაგეგმილი შესარჩევი ციკლისთვის ემზადება. ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ყაზახეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან ორ თამაშს გამართავს, 28 და 30 მარტს. მიმდინარე შეკრებაზე ზურაბ ხიზანიშვილმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა, მათგან 9 ლეგიონერია.

მეკარეები: საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი), დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ღონღაძე (ჩიკაგო ფაირი, აშშ).

მცველები: გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ანდრია ჭეიშვილი (იბერია თბილისი), მათე შათირიშვილი (წყალტუბო სამგურალი), ალექსანდრე გეწაძე (ლოკომოტივი თბილსი), ალექსანდრ კირიკაშვილი (ჩერტანოვო, რუსეთი), ნიკოლოზ ბენდელიანი (დინამო თბილისი), საბა მარსაგიშვილი (იბერია 1999), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), გიორგი კობახიძე (გორი), რიჩარდ ფილიშვილი (ბარმბეკი, გერმანია), ტიმოთი სალაღიშვილი (ჩესვიკის სკოლა, ინგლისი), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), ნიკოლოზ ბარიხაშვილი (ოსასუნა, ესპანეთი), ირაკლი მარუაშვილი (ჰომბურგი, გერმანია), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ადუაშვილი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: დავით დვალიშვილი (კონფლანი, საფრანგეთი), ნიკა შათირიშვილი (ვიქტორია კიოლნი, გერმანია), დანილ დუპლი (ხიმნასტიკ ტარაგონა, ესპანეთი), საბა ჩხეტიანი (წყალტუბო სამგურალი), ნიკოლოზ სილაკაძე (დინამო თბილისი).

შეგახსენებთ, 19-წლამდე ნაკრები ახალი ფორმატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა , A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის 7 პირველადგილოსანი მოხვდება, მათ ტურნირის მასპინძელი ნაკრები დაემატება. 19-წლამდელები 3-გუნდიან ჯგუფში მონტენეგროს და ისლანდიას შეხვდებიან. პირველი რაუნდის მატჩებს, 3-9 ივნისს საქართველო უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები