რამაზ სვანაძე
Aa
Aa

21-წლამდე ნაკრების დანაკლისი | სვანაძე გუნდის მზადებას აგრძელებს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ალეკო ბასილაძე აღარ ვარჯიშობს, ტორპედო ქუთაისის შემტევი ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა. ინფორმაცია ნაკრების ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999).

მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი).

თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია).

შეგახსენებთ, ტყიბულის მეშახტეს შემტევი დიმიტრი ღურწკაია გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა. მოსამზადებელ ეტაპს დინამო ბათუმის შემტევი ლუკა წულუკიძე და წყალტუბოს სამგურალის საყრდენი ცოტნე ბერელიძე შეუერთდნენ.

ევროშესარჩევში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ლატვიას (27 მარტი, 19:00) და მალტას (31 მარტი, 19:00) მიიღებს. ორივე მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები