ლუკა დონჩიჩი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

„მთავარი ფავორიტი მე უნდა ვიყო“ - ვემბანიამა MVP-ის ჯილდოზე

„მაიამი ჰიტთან“ გამარჯვების შემდეგ (136:111) „სან ანტონიო სპურსის“ ცენტრმა, ვიქტორ ვემბანიამამ განაცხადა, რომ სეზონის MVP-ის ჯილდოს ფავორიტად ის უნდა ითვლებოდეს.

„ამ საკითხზე არაერთხელ მიფიქრია. ახლა ამ თემაზე დისკუსია მიმდინარეობს, რაც სრულიად ნორმალურია, მაგრამ, ჩემი აზრით, ფავორიტი მე უნდა ვიყო. შევეცდები, ისე ვითამაშო, რომ სეზონის დასრულებამდე ყველა კითხვა მოვხსნა.

ჩემი პირველი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ დაცვა წარმატების 50%-ს შეადგენს და ამ ასპექტს MVP-ის ჯილდოსთვის ბრძოლაში სათანადო ყურადღება არ ეთმობა. ვფიქრობ, დაცვაში თამაშის მხრივ მთელ ლიგაში ყველაზე გავლენიანი კალათბურთელი ვარ.

მეორე არგუმენტი ისაა, რომ ძალიან ცოტა დაგვაკლდა „ოკლაჰომასთან“ რეგულარული სეზონის სერიის „მშრალად“ მოგებამდე. მათთან მატჩებში სამჯერ ვდომინირებდით, როცა ისინი ძირითადი შემადგენლობით იყვნენ.

მესამე არგუმენტი კი ისაა, რომ შეტევაში თამაში მხოლოდ ქულებით არ იზომება“.

ამ დროისთვის MVP-ის ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი „ოკლაჰომას“ ლიდერი შეი გილჯეს-ალექსანდერია. ვემბანიამა მესამე ადგილზეა, მეორეზე კი „ლეიკერსის“ გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩია.

მიმდინარე სეზონში ფრანგი კალათბურთელი საშუალოდ 24.3 ქულას, 11.2 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემასა და 3 დაფარებას აგროვებს. დარჩენილი 10 მატჩიდან ვემბანიანამ სულ მცირე 7 უნდა ჩაატაროს, რათა რეგულარული სეზონის ჯილდოების მოგების კანდიდატი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ან გავცვლით“ - მილუოკის მფლობელი იანისზე
„ან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ან გავცვლით“ - მილუოკის მფლობელი იანისზე