გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„არ მგონია ლივერპულმა ეს გააკეთოს“ - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაზე

ჟურნალისტმა პიტ ო'რურკმა მნიშვნელოვანი სიახლე გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, განიხილავს თუ არა „ლივერპული“ მომავალ ზაფხულს გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შემოსულ შეთავაზებებს.

ქართველმა მეკარემ „ენფილდზე“ ალისონის საიმედო შემცვლელის რეპუტაცია დაიმკვიდრა. ბრაზილიელის ტრავმების გამო, ამ სეზონში მას საკმარისი სათამაშო დრო მიეცა.

მამარდაშვილი გუნდში იმ მიზნით მiიყვანეს, რომ ალისონის წასვლის შემდეგ „ლივერპულის“ პირველი ნომერი გამხდარიყო, თუმცა ბრაზილიელი მერსისაიდულ კლუბში კიდევ მინიმუმ ერთი წლით დარჩება - კლუბმა მის კონტრაქტში არსებული 12-თვიანი დამატებითი გახანგრძლივების პუნქტი აამოქმედა.

მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, თითქოს მამარდაშვილმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი შესაძლოა დატოვოს, ო'რურკმა Football Insider-ს განუცხადა, რომ მისი წასვლა ნაკლებად სავარაუდოა:

„დარწმუნებული ვარ, ის იმედგაცრუებულია რეგულარული სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო, თუმცა ვფიქრობ, ის რეალისტიცაა და ესმის, რომ თუ ალისონი ფორმაშია, სწორედ ის იქნება „ლივერპულის“ პირველი არჩევანი. მისთვის ახლა განვითარების გასაგრძელებლად და ალისონის გვერდით მუშაობით გამოსაცდელად უკეთესი ვარიანტი არ არსებობს.

დარწმუნებული ვარ, ევროპაში ბევრი კლუბია, რომელიც სიამოვნებით გამოიყენებდა ისეთი ჩამოყალიბებული მეკარის გაფორმების შანსს, როგორიც მამარდაშვილია, მაგრამ არ მგონია, „ლივერპულმა“ მისი გაშვება განიხილოს. ისინი მას კვლავ ალისონის გრძელვადიან შემცვლელად მოიაზრებენ“.

- განაცხადა ო’რურკმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები