ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

2-ის ნაცვლად 7 თვე? ბარსას შესაძლოა კამპ ნოუს დატოვება მეორედ მოუწიოს

„ბარსელონას“ შესაძლოა „კამპ ნოუს“ დატოვება ისევ მოუხდეს. დროებით, მაგრამ მაინც. ინფორმაციას ესპანური Diari ARA ავრცელებს.

საქმე ეხება განახლებული „კამპ ნოუს“ სახურავის მონტაჟს, რომელიც 2027 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. პირველადი გეგმის მიხედვით, ამ ყველაფერს ორთვენახევარი ჰყოფნიდა, თუმცა ინჟინრების ახალი ინფორმაციით, ვადები 7 თვემდე გაიზარდა, რაც კლუბს სერიოზულ ფინანსურ ზარალს მისცემს.

თუ, სექტემბრისთვის „კამპ ნოუ“ სრულ მზადყოფნაში არ იქნება, „ბარსას“ ჩემპიონთა ლიგის ფაზის შეხვედრების გამართვა იმ სტადიონზე მოუწევს, რომელსაც დროებით აირჩევენ და მისი შეცვლა მხოლოდ პლეი-ოფების დაწყების შემდეგ იქნება შესაძლებელი, ანუ 2027 წლის იანვრისთვის, რადგან სარეგისტრაციო ფანჯარა სეზონში მხოლოდ ორჯერ იხსნება - სექტემბერში და იანვარში.

ეს კლუბს ფინანსურ ზარალს მისცემს. პლუს ამას ახალი სტადიონის ქირაობა (მაგალითად, ისევ „მონჟუიკი“) დამატებითი ფინანსური დანაკარგებია. განიხილება სავარჯიშო მოედანზე „იოჰან კრუიფ“ არენაზე დროებით გადასვლა, თუმცა ის მხოლოდ 5-6 ათას მაყურებელს იტევს, რაც ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, ჟოან ლაპორტა განიხილავს ის 15 ათასამდე გაზარდოს, მაგრამ ამას ქალაქის საბჭოს თანხმობა სჭირდება.

მოკლედ, „ბარსელონა“ კვლავ გაურკვევლობებშია, რაც ფინანსურად არამდგრად გარემოს ქმნის, ეს კი სატრანსფერო პოლიტიკაზე პირდაპირ ისახება. შეგახსენებთ, რომ ლაპორტას თავდაპირველი გეგმით, „კამპ ნოუ“ ამჟამად უკვე სრულად უნდა ყოფილიყო აშენებული, თუმცა რეალობა სულ სხვაა.

განახლებული კამპ ნოუს საბოლოო ვერსია ასეთი იქნება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები