CAS-ში აპელაცია შეაქვთ | სენეგალი ტიტულის ჩამორთმევას აპროტესტებს
Aa
Aa

CAS-ში აპელაცია შეაქვთ | სენეგალი ტიტულის ჩამორთმევას აპროტესტებს

სენეგალი აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ აპირებს. ერთი კვირის წინ „ტერანგას ლომებს“ აფრიკის თასის ტიტული ჩამოართვეს და ჩემპიონობა მაროკოს გადასცეს, რის შემდეგაც სენეგალმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა.

Le Parisien-ის მიხედვით, სენეგალმა აპელაცია დღეს შეიტანა და ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, მუსა მბაიემ, ვერდიქტის გასაჩივრება ოფიციალურად დაადასტურა. „ტერანგას ლომებმა“ სპორტის საკითხებში სპეციალიზებული ადვოკატი დაიქირავეს, რომელსაც სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში რამდენიმე საქმე აქვს მოგებული.

„ხალხი ბევრ ცრუ ინფორმაციას მოისმენს. მათ მოთმინება მართებთ და სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას უნდა დაელოდონ. ცხელ გულზე არ უნდა ვიმოქმედოთ. ყველაფერს ცივი გონებით უნდა მივუდგეთ და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ სენეგალის ინტერესები,“ — განაცხადა მბაიემ.

შეგახსენებთ, რომ სენეგალმა ფინალში მაროკო დაამარცხა, მაგრამ მოედნის დატოვების გამო ტიტული ჩამოერთვა. „ტერანგას ლომებს“ ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა წესით ილიასთან უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ...“ - რატომ ჩაეშალა გეგმები ვოლკანოვსკის
„ახლა წესით ილიასთან უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ...“ - რატომ ჩაეშალა გეგმები ვოლკანოვსკის