განაცხადების გაფართოება - ესპანურმა კლუბებმა ინგლისურების ინიციატივა დაბლოკეს
Aa
Aa

განაცხადების გაფართოება - ესპანურმა კლუბებმა ინგლისურების ინიციატივა დაბლოკეს

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (უეფა) მიიღო გადაწყვეტილება, არ გააფართოვოს ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდების განაცხადები. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, ინგლისური კლუბები განაცხადების 28 ფეხბურთელამდე გაზრდის ნებართვას ითხოვდნენ, თუმცა ეს ინიციატივა დაიბლოკა.

შესაძლოა, უეფა ამ საკითხს მომდევნო ერთ წელიწადში დაუბრუნდეს, თუმცა ჯერჯერობით წესი უცვლელი რჩება: 2026/27 წლების სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმუმ 25 ფეხბურთელის დარეგისტრირება შეეძლება.

The Guardian-ი წერს, რომ არსებული რეგლამენტის შენარჩუნებას ესპანური კლუბები ითხოვდნენ. კერძოდ, საუბარია მადრიდის „ატლეტიკოს“, „სევილიას“ და „სოსიედადის“ წარმომადგენლების მკაცრ პოზიციაზეა.

ლა ლიგის კლუბები მიიჩნევენ, რომ განაცხადის გაფართოების შემთხვევაში ინგლისური კლუბები საკუთარ სოლიდურ ფინანსურ რესურსებს გამოიყენებენ და ეს მათ სხვებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UEFA-მ გამონაკლისი დაუშვა - ერთა ლიგის პირველ მატჩს მხოლოდ ჩრდ. ირლანდიელი ფანები დაესწრებიან
UEFA-მ გამონაკლისი დაუშვა - ერთა ლიგის პირველ მატჩს მხოლოდ ჩრდ. ირლანდიელი ფანები დაესწრებიან