დავითაშვილის ღირებულება გაიზარდა | Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები
ფრანგული „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევის, ზურიკო დავითაშვილის საბაზრო ღირებულება გაიზარდა. ამაზე Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები მეტყველებს.
ქართველი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევრო იყო, ამჟამად კი Transfermarkt-ი ზურიკოს 10 მილიონ ევროდ აფასებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ნიშნულზე ზურიკოს საბაზრო ღირებულება 2025 წელსაც იყო, თუმცა „სენტ-ეტიენის“ ლიგა 1-დან გავარდნის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის ღირებულება ჯერ 9, შემდეგ კი 8 მილიონი ევრო გახდა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკოს გუნდი ლიგა 2-ის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში კვლავ ფრანგული ფეხბურთის ელიტაში ითამაშებს.
რაც შეეხება დავითაშვილის სტატისტიკას, მას ლიგა 2-ის 24 შეხვედრაში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. „სენტ-ეტიენმა“ ზურიკოს სანაცვლოდ „ბორდოს“ 2024 წლის ზაფხულში 6 მილიონი ევრო გადაუხადა.
ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის დროს პრესა ზურიკოს სახელს თურქულ კლუბებს უკავშირებდა, მათ შორის ყველაზე აქტიური კი „ბეშიქთაში“ იყო, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ზაფხულში დავითაშვილი თურქულ გრანდში ვიხილოთ.